Thumbnail
  • არკა 2:0 სოსნოვიეცი
  • ლუკა ზარანდიას გოლს+პასი

ლუკა ზარანდიამ შოუ მოაწყო არკასა და სოსნოვიეცის მატჩში, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. მასპინძელთა ათიანმა შეუცვლელად ითამაშა და გოლს პლუს პასი მიითვალა.

წაგებულთა რიგებში კი გიორგი ივანიშვილი 92-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი გაბედავა 75-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა მათ აუტსაიდერს ვერაფრით უშველეს. 85-ე წუთზე ნარჯვნიდან ჩაწოდებულს ზარანდია პირველი შეწვდა და თანაგუნდელს გაატანინა. 97-ე წუთზე კი ლუკა კონტრშეტევაზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ისე გაიტანა.

23 წლის ზარანდიას წლევანდელ ექსტრაკლასაში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

კომენტარები

ბოლო ამბები