Thumbnail

ხვიჩას სადებიუტო - 18 წლის ქართველის პირველი გოლი რუსულ პრემიერ-ლიგაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მოსკოვის ლოკომოტივი 4:0 რუბინი
  • ხვიჩა კვარავხელიამ მე-5 მატჩში 1-ელი გოლი გაიტანა

რუსეთის პრემიერ-ლიგის 28-ე ტურში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ.

ქართველმა ლეგიონერმა 87-ე წუთზე ანტონ მირანჩუკისგან კონტრშეტევისას პასი მიიღო და რუბინის მეკარესთან პირისპირ გასულმა ლოკომოტივის მე-4 გოლი გაიტანა - 4:0. მოსკოველებმა ეს თამაში 4:0 მოიგეს, 52 ქულით მე-2 ადგილზე არიან და ზენიტს 6 ქულით ჩამორჩებიან.

საბა კვერკველია ლოკომოტივის ნამდვილი ლიდერია

საბა კვერკველია სასტარტო შემადგენლობაში იყო და "ჩემპიონატისგან" მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7 ბალი. კვარაცხელია 78-ე წუთზე შევიდა ალექსეი მირანჩუკის ნაცვლად და 7.5 ბალიც დაიმსახურა. ეს სულ მეხუთე მატჩი იყო 18 წლის ქართველისთვის რუსულ პრემიერ-ლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები