Thumbnail

ბაქოს გრანდ სლემი | თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 10 მაისს, ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • საქართველოს ნაკრების აქტივში ერთი მედალია

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა! -60 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ნოზაძე ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

თემურ ნოზაძის ფინალური ორთაბრძოლა

თემურ ნოზაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

თემურ ნოზაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 10 მაისი, 2019

იქამდე, ნოზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა: პირველ წრეში ებრაელი დანილ ბენ დავიდი დაამარცხა, შემდეგ ყაზახ მაგჟუამ შამშადინს მოუგო, რასაც ნახევარფინალურ ორთაბრძოლა და რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძის დამარცხება მოჰყვა. თემურმა ნახევარფინალში მონღოლ მეტოქეს, ამარტუვშინ დაშდავას მოუგო და სწორედ ასე მოიპოვა ფინალის საგზური.

10 მაისს, ტატამზე კიდევ სამი ქართველი გავიდა: ჯაბა პაპინაშვილი, მარი მახარაშვილი და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი. სამწუხაროდ, სამივე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრების აქტივში ერთი მედალია.

კომენტარები

ბოლო ამბები