Thumbnail
  • 25 წლის არგენტინელზე ცუდად ტურინში რონალდოს მისვლამ იმოქმედა
  • მანკუნიანელები პაულოში იმაზე მეტს იმეტებენ, ვიდრე - მადრიდის რეალი 

ტურინის იუვენტუსისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში აღმოჩნდეს. Don Balon-ის ინფორმაციით, 25 წლის ფორვარდს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს ტურინელთა ლიდერ კრიშტიანო რონალდოსთან, კლუბი კი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არაა. 

მეტი ამ თემაზე: იუვენტუსი პაულო დიბალას გაყიდის - ტურინელთა სამიზნეში ახალი რონალდოა

არგენტინელის დამატებით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება, რომელმაც იუვენტუსს ფეხბურთელში 85 მილიონი ევრო შესთავაზა. მანამდე იტალიური მედია იუწყებოდა, რომ "ბებერ ქალბატონს" თავდამსხმელში 100 მილიონი ევროს მიღება სურს.

იუნაიტედი ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც პაულოს გადაბირებაზე დაფიქრდა. ერთი თვის წინ დაიწერა, რომ მადრიდის რეალი თავდამსხმელში იუვეს 75 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო. სავარაუდოდ, მადრიდული კლუბი მანკუნიანელთა შეთავაზების გამეორებას აღარ ეცდება და მთელ ყურადღებას ლონდონის ჩელსის ნახევარმცველის, ედენ აზარის ტრანსფერზე გადაიტანს.

კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც პაულო დიბალასადმი ინტერესს მიაწერენ, მიუნხენის ბაიერნია, მაგრამ საეჭვოა, გერმანელებმა ტრანსფერში ამხელა თანხა გაიმეტონ. 

გავრცელებული ხმებით, დიბალას და რონალდოს შორის არცთუ კარგი ურთიერთობაა

დიბალა იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულში, პალერმოდან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 40 მილიონი ევრო შეადგინა. პაულოსთვის ტურინში საუკეთესო 2017/18 წლების სეზონი იყო - ჩემპიონატის 33 მატჩში 22 გოლი შეაგდო, მაგრამ გუნდში კრიშტიანო რონალდოს გამოჩენის შემდეგ, მისი საქმე უკან წავიდა - მიმდინარე სეზონში არგენტინელმა სერია A-ს 27 მატჩში სულ 5 გოლი გაიტანა (ერთი პენალტით). 

პაულო დიბალას ტურინის იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები