Thumbnail
  • ავსტრალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
  • საუდის არაბეთიდან წამოსული ბერტ ვან მარვიიკი ავსტრალიაში დაინიშნა.

ავსტრალიის ნაკრები ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ბერტ ვან მარვიიკმა ჩაიბარა. მან ანგე პოსტეკოღლუ შეცვალა, რომელმაც, მიუხედავად წარმატებული საკვალიფიკაციო ეტაპისა, ნოემბერში პოსტი თავისი ნებით დათმო.

► ვინ ჰაყვდა ვან მარვიკს კონკურენტებად... 

65 წლის ვან მარვიიკი ბოლოს საუდის არაბეთის ნაკრების დამრიგებელი გახლდათ. მან ეს გუნდი მუნდიალზე გაიყვანა, მაგრამ მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც გუნდი დატოვა.

ბერტ ვან მარვიიკი: რუსეთში მატჩების მოსაგებად მივდივართ!

“ავსტრალიურმა ფეხბურთმა ტოპ-კლასის მწვრთნელი მიიღო. ბერტ ვან მარვიიკი საუკეთესო არჩევანია,” - განაცხადა ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სტივენ ლოუიმ.

“ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. რუსეთში იმისთვის არ მივდივართ, რომ უბრალოდ წავიდეთ. არც იმიტომ მივდივართ, რომ უბრალოდ კარგად ვითამაშოთ. ჩვენი მიზანი მატჩების მოგებაა!” - ეს თავად ბერტ ვან მარვიიკის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები მუნდიალზე C ჯგუფში, საფრანგეთთან, პერუსთან და დანიასთან ერთად იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები