Thumbnail
  • 10 მაისს, სტარტი აიღო 2019 წლის ბაქოს გრანდ სლემმა
  • პირველ დღეს, ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა

10 მაისს, სტარტი აიღო 2019 წლის ბაქოს გრანდ სლემმა. პირველ დღეს, ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა. სამწუხაროდ, პირველივე ორთაბრძოლა დათმო მარი მახარაშვილმა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა პორტუგალიელ ხოანა რამოსთან წააგო. შესაბამისად, გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას. 

ამავე წონაში, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველი ორთაბრძოლა უნგრელ რეკა პუპს მოუგო, შემდეგ თურქმენ გულბადამ ბაბამურატოვას სძლია, მესამე წრეში კი ფრანგ ამანდინე ბუშარდთან წააგო. ტეტიანა დამამშვიდებელ წრეში გადავიდა, სადაც შვეიცარიელ მეტოქესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

-60 კილოგრამში შესანიშნავად ასპარეზობს თემურ ნოზაძე, რომელმაც ფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა ძუდოისტმა პირველ წრეში ებრაელი დანიელ ბენ დავიდი დაამარცხა, შემდეგ ყაზახ მაგჟუამ შამშადინს მოუგო, რასაც ნახევარფინალური ორთაბრძოლა და რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძის დამარცხება მოჰყვა.

📺 ნოძაძის გამარჯვება აბულაძესთან

ნოზაძემ ნახევარფინალში მონღოლი მეტოქე, ამარტუვშინ დაშდავა დაამარცხა და ფინალში ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

📺 ნოძაძის ეფექტური გდება დაშდავასთან

ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილმა პირველ წრეში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ ყაზახ ძიუდოისტს მოუგო, ნახევარფინალში კი სამწუხაროდ ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან დამარცხდა. ქართველი დამამშვიდებელ წრეში გადავიდა, სადაც ფრანგ ვალიდე ჰიარისთან წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები