Thumbnail

POP PODCAST #001 | აიაქსი - ამსტერდამული კულტურის ნაწილი

პოპსპორტი იწყებს პოდკასტების სერიას, სადაც პერიოდულად ვისაუბრებთ სპორტში მიმდინარე მოვლენებზე. აუდიო-ვერსიაში ვიმსჯელებთ და ვიკამათებთ იმ თემებზე, რაც გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს. PODCAST-ის პირველი თემაა ამსტერდამის აიაქსი.

ფეხბურთი, თუნდაც ნეიტრალურ გულშემატკივარს, ისეთი ფენომენების გამო უყვარს, როგორიც აიაქსია. 70-იანების ლეგენდარული გუნდის შემდეგ, აიაქსს 20 წელი დასჭირდა, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე რომ დაბრუნებულიყო ლუის ვაი გაალის, პატრიკ კლუივერტის, ედგარ დავიდსის, მარკ ოვერმარსის და სხვა ამსტერდამული სკოლისთვის ლეგენდად ქცეული მოთამაშეების გუნდით.

კიდევ 20 წლის შემდეგ, უკვე დე ლიხტი, დე იონგი და ტადიჩი იყვნენ ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის. ბარსელონა, რეალი და იუვე ამ ეტაპზე შემდეგ წელსვე დაბრუნდებიან, ასეთ აიაქსს კიდევ როდის ვნახავთ, არავინ იცის - შეიძლება, სულაც კიდევ 20 წელიწადში. გარანტირებული მხოლოდ ის არის, რომ აიაქსის ფეხბურთი, ამ თამაშის ამსტერდამული ფილოსოფია არ შეიცვლება.

🎧 POP PODCAST #001 | ამსტერდამის აიაქსი

🎙 საუბრობენ: გიორგი უგულავა (პოპსპორტის ანალიტიკოსი), სანდრო ცნობილაძე (სპორტული კომენტატორი) და შაკო ბუაჩიძე (პოპსპორტის რედაქტორი)

📺 youtube

🎵 soundcloud

 

კომენტარები

ბოლო ამბები