Thumbnail
  • უნიკახა 89:84 (ო.ტ.) ფუენლაბრადა
  • დელტეკო 77:87 ბასკონია
  • ჟუვენტუდი 86:94 მურსია

ესპანეთის ACB ლიგის 31-ე ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი შერმადინის უნიკახამ შინ 89:84 (ოვერტაიმში) დაამარცხა ფუენლაბრადა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და საბოლოოდ მან მატჩი 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, მან ერთხელ მეტოქეს დაუფარა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) ის მატჩში მეორე იყო მატია ლესორის (29) შემდეგ. 

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე უნიკახას 19 მოგება და 12 მარცხი აქვს. 
ქართული დუელი შედგა ბასკურ დაპირისპირებაში - ბექა ბურჯანაძის დელტეკომ სან სებასტიანში ბასკონიას უმასპინძლა და 77:87 წააგო. ბექა ბურჯანაძე სასტარტოში იყო, 26:06 წუთში მან 8 ქულა, 3-3 მოხსნა და პასი მიითვალა. გამარჯვებულთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია, მან 25:25 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება მიითვალა. 

ბასკონიას 31 თამაშიდან 24 მოგება და 7 მარცხი აქვს. დელტეკო 10 მოგებითა და 21 მარცხით ბოლოსწინა ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია. 

თად მაკფადენის ჟუვენტუდი შინ 86:94 დამარცხდა მურსიასთან. მაკფადენი სასტარტოში არ იყო. მან 24:37 წუთში 14 ქულა ჩააგდო. ჟუვენტუდი 16-15 ბალანსით მე-9 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები