Thumbnail

ბითაძის 25 ქულა და 11 მოხსნა - გოგას სერბეთის სუპერ ლიგაში ვერ აჩერებენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დინამიკი 85:102 მეგა ბიმაქსი
  • გოგა ბითაძე - 25 ქულა, 11 მოხსნა

გოგა ბითაძემ ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა - სერბეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა სტუმრად 102:85 მოუგო დინაიმკს. ფავორიტი თავიდანვე 14:0 დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. 

გოგა ბითაძე მატჩში საუკეთესო იყო, მასპინძლებმა მისი შეჩერება ვერ შეძლეს - 27 წუთში მან 25 ქულა ჩააგდო! ამის გარდა გოგას ანგარიშზე 11 მოხსნა, 4 პასი, 1-1 დაფარება და ჩაჭრაა. ქართველმა ცენტრმა 4-სამქულიანი ესროლა და აქედან 3 ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი - 33.

მეგა ბიმაქსს 4-დან 3 მოგება აქვს და B ჯგუფში მე-2 ადგილზეა. მომდევნო ტურში მეგა ბიმაქსი ტამიშს შეხვდება (12 მაისი). 

კომენტარები

ბოლო ამბები