Thumbnail
  • ჯანლუიჯი ბუფონმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.
  • შაბათს იუვენტუსის მეკარე ისევ ჯიჯი იქნება.
  • ბუფონი კვირას 40 წლის ხდება.

უბერებელმა ჯანლუიჯი ბუფონმა ტრავმით გამოწვეული 2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, რომელიც კვირას 40 წლის ხდება (!), ბოლოს გასული წლის პირველ დეკემბერს, ნაპოლისთან 1:0-ზე მოგებულ შეხვედრაში ითამაშა. ტურინული გრანდის სამედიცინო შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბუფონი შაბათს, კიევოსთან აუცილებლად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ამ 2-თვიანი პაუზის გამო ბუფონი პაოლო მალდინის რეკორდს ვეღარ დაამხობს (იხილეთ სტატია დეტალურად). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯიჯი სერია A-ში სეზონის დარჩენილ ყველა მატჩს ჩაატარებს, მალდინის 647-მატჩიან რეკორდს ვერ შესწვდება - ბუფონს ამ დროისთვის სერია A-ში 629 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ლეგენდარული მალდინის რეკორდის (ყველაზე მეტი მატჩი სერია A-ში) გაუმჯობესების ერთადერთი შანსი ის არის, რომ ბუფონმა კარიერის დასრულება უნდა გადაიფიქროს და დიდ ფეხბურთში კიდევ ერთი წელი დარჩეს.

შეგახსნებთ, რომ ბუფონმა, რომელიც იუვენტუსში 2001 წელს, პარმადან გადავიდა, დეკემბერში განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს, თუმცა მას მერე არაერთხელ აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაიფიქროს.

“სკუადრა აძურას” ლეგენდარულმა კაპიტანმა სანაკრებო კარიერა შვედეთთან კრახის შემდეგ დაასრულა. ჯიჯის იტალიის ნაკრებში 175 მატჩი აქვს ჩატარებული და 1998 წლის შემდეგ 5 მუნდიალზე იასპარეზა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რომ არ გაემოტოვებინა, ბუფონისთვის მე-6 მუნდიალი იქნებოდა და ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენი გახდებოდა...

► ტალანტები აღარ არიან, ტალანტები! - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

კომენტარები

ბოლო ამბები