Thumbnail

ჰაკუჰოს გარეშე - ტოჩინოშინს ბაშოზე ერთი კონკურენტი დააკლდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 12-26 მაისი - ნაცუ ბაშო
  • იოკოძუნა ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა

დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ექიმების რჩევას დაუჯერა და მაისის ბაშოდან მოიხსნა. ასე რომ, ნაცუ ბაშო იმპერატორის თასის 42-გზის მფლობელის გარეშე ჩაივლის. 34 წლის მუნხბათინ დავააჯარგალმა მარჯვენა ორთავა კუნთი 70%-ით გაიწყვიტა. ექიმების თქმით, ჰაკუჰოს კიდევ 3 კვირა ესაჭიროება მკურნალობისთვის. ასე რომ, მისთვის ნაცუ ბაშო დაწყებამდე დასრულდა. 

ტოჩინოშინი და გაგამარუ სხვებთან ერთად ბაშოსთვის ემზადებიან

ბრძოლებისთვის ემზადება სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელმაც მაისის ბაშოზე 15-დან 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. ერთ-ერთ ბოლო საჩვენებელ ბრძოლებში ტოჩინოშინმა 13-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო.

დოჰიო თითქმის მზადაა 

შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშო 12-26 მაისს ტოკიოს "კოკუგიკანში" გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები