Thumbnail
  • კეინი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მსუბუქად ირბინა
  • 24 გოლის გამტანი ფორვარდი ტოტენჰემს ძალიან აკლია...

ტოტენჰემ ჰოთსპურის და ინგლისის ნაკრების ლიდერი - ჰარი კეინი იმედოვნებს, რომ ფინალისთვის მწყობრში იქნება. შეგახსენებთ, რომ კეინი მანჩესტერ სიტისთან მეოთხედფინალში საშიანო მატჩის დროს ფაბიან დელფთან შეტაკებისას დაშავდა.

"სირბილი რამდენიმე დღის წინ დავიწყე, მსუბუქად დავრბივარ, მაგრამ ფინალამდე ვეცდები მწვრთნელს დავუმტკიცო რომ ფორმაში ვარ..." - ამბობს კეინი რომელმაც სიტისთან გასვლითი და აიაქსთან ორივე მატჩი გამოტოვა.

ამსტერდამში ცუდი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მეტოქეს ყველაფრის უფლება მივეცით. შესვენებაზე გასახდელში ჩავედი, ყველამ იცოდა, რომ 45 წუთში უნდა შეეცვალათ ყველაფერი.

"ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და მათ მეტს ვერაფერს მოთხოვ. გოლს ბოლო წამამდე ველოდით და ახლა ფინალში ვართ, ეს არის ფეხბურთი..." - ამბობს კეინი.

კომენტარები

ბოლო ამბები