Thumbnail

SILK SPORT-ის საჩუქარი გრიზმანს - ფრანგს პრიზი ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადასცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბევრი ფიქრობს, რომ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის ატლეტიკოს და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ანტუან გრიზმანი უნდა ყოფილიყო.

ანტუან გრიზმანი და ზურაბ პოლოლიკაშვილი

ამ მოსაზრებას იზიარებენ ტელეკომპანია SILK SPORT-შიც. გრიზმანი შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მთელი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა, წლის ფეხბურთელი კი რეალისა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა.

SILK SPORT-ში გრიზმანისთვის შესაბამისი პრიზიც დაამზადეს, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადასცა. ამასთან, გრიზმანმა საჩუქრად სპეციალურად მისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინოც მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები