Thumbnail

ხუმრობს, თუ მართლა მიდის? პოჩეტინომ ტოტენჰემიდან წასვლა მეორედ ახსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აიაქსთან მატჩის შემდეგ მაურისიო პოჩეტინომ ტოტენჰემის დატოვებაზე ილაპარაკა
  • ჟურნალისტებმა მისი სიტყვები არასერიოზულად მიიღეს

ასეთი სასწაულები ფეხბურთში ადრე იშვიათად ხდებოდა, ამ სეზონში კი, ჩემპიონთა ლიგამ დაუჯერებელ, სენსაციურ ქამბექებს მიგვაჩვია. ნახევარფინალის ორივე დუელში სასწაულები მოხდა, ახლა კი, ამ სასწაულების შემოქმედი გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. აიაქსთან მატჩის წინ და მატჩის შემდეგ, ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ორჯერ ახსენა წასვლა!

როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, ტოტენჰემის დამრიგებელს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, რის გამოც ჟურნალისტები ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, ხუმრობდა, თუ მართლა სერიოზულად ამბობდა, რომ წასვლაზე ფიქრობს. მატჩის წინ პოჩეტინოს ჰკითხეს, წავიდოდა თუ არა გუნდიდან იმ შემთხვევაში, თუ სპურსი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. 

"ამ გუნდით, ამ გარემოებაში რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ალბათ ფეხბურთიდან წავალ და სხვა საქმიანობას დავიწყებ." - ამბობდა პრესკონფერენციაზე პოჩეტინო. "ეს იქნება ალბათ ჩემი სპურსში 5-წლიანი მოღვაწეობის საუკეთესო დასასრული."

ტოტენჰემის მწვრთნელს ეს კითხვა აიქსთან გამარჯვებისა და ფინალში გასვლის შემდეგაც გაუმეორეს. “თუ მოვიგებთ, წავალ. და თუ წავაგებთ, ალბათ მაინც წავალ.” - ასეთი იყო პოჩეტინოს პასუხი. ჟურნალისტების უმრავლესობამ ეს პასუხი არასერიოზულად მიიღო. ტოტენჰემის მწვრთნელს დეტალური განმარტება არც გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს სახელს ბოლო დროს ხშირად უკავშირებდნენ მანჩესტერ იუნაიტედს და მიუნხენის ბაიერნს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები