Thumbnail

ძიუდო | ჭრიკიშვილი და კიდევ 12 ქართველი ბაქოს გრანდ სლემზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებს რამდენიმე ლიდერი აკლია
  • ბაქოში თუშიშვილს და ლიპარტელიანს ვერ ვიხილავთ

10-12 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრანდ სლემს უმასპინძლებს ძიუდოში. შეჯიბრება ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო არენაზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 ძიუდოისტით იასპარეზებს, საიდანაც ორი ქალია. ნაკრებს არაერთი ლიდერი აკლია, მათ შორის გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები:

60კგ. ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
73კგ. ბექა შავდათუაშვილი
81კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
90კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური
100კგ. ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
+100კგ. გელა ზაალიშვილი, გიორგი ზაქარიაძე

გოგონათა შორის 48 კგ. წონით კატეგორიაში მარი მახარაშვილი იჭიდავებს, 52 კილოგრამში კი - ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.

კომენტარები

ბოლო ამბები