Thumbnail

ფუტსალის ლიგა | საინტერესო მატჩები ფინალის საგზურისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფუტსალის ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალური მატჩები თბილისში

ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიების მესამე შეხვედრები 10 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გაიმართება. თსუ - TMC თბილისს შორის ანგარიში ფრეა, გუნდებს კი თითო მოგება აქვთ. განსხვავებული მოცემულობაა პლეი-ოფის მეორე წყვილში, სადაც თელასმა ქუთაისის მართვეს ორი თამაში მოუგო და ერთი ნაბიჯი აშორებს ფინალს. 

10 მაისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალებსაც უმასპინძლებს. პსპ - ილიაუნი და თსუ 2 - კსუ ერთხელ უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და პარასკევს გადამწყვეტი მატჩები შედგება, რის შემდეგაც ფინალისტების ვინაობა გახდება ცნობილი.

15:00 საათი / თსუ 2 vs კსუ / ფუტსალის ლიგა 2

პირველი ნახევარფინალი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. სტუდენტურ დერბიში თსუ 2-მა ბოლო წუთებზე გატანლი გოლებით 2:0 მოიგო. პარასკევს, თსუ 2-ს ფინალში გასასვლელად ფრეც ეყოფა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის კი მისაღები შედეგი მხოლოდ მოგებაა. ასეთ შემთხვევაში, პენალტების სერია დაინიშნება და გამოვლინდება ფინალისტი. აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონიდან მოყოლებული თსუ 2-მა მეტოქე ყველა შეხვედრაში დაამარცხა.

19:00 საათი / ილიაუნი vs პსპ / ფუტსალის ლიგა 2

წრიულ ეტაპზე ილიაუნის ფარმაცევტებთან ერთი ფრე და ერთი მოგება აქვს, თუმცა პირველ ნახევარფინალში მინიმალური სხვაობით, 2:3 დამარცხდა მეტოქესთან. უნივერსიტეტელები კსუ-ს მსგავს ვითარებაში არიან და გამარჯვების შემთხვევაში ფინალისტის ვინაობა საფეხბურთო ლატარეაში გაირკვევა. პსპ-სთვის ფრეც მისაღები შედეგია. 

17:00 საათი / თელასი vs მართვე (ქუთაისი) / ფუტსალის ლიგა

ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე თელასს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, თუმცა მასპინძლები საბოლოოდ ორბურთიანი სხვაობით, 3-5 დამარცხდნენ. 10 მაისს, გამარჯვების შემთხვევაში, ენერგეტიკოსები ფინალის საგზურს მოიპოვებენ. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. 

21:00 საათი / TMC თბილისი vs თსუ / ფუტსალის ლიგა

ამ დაპირისპირებაში ვითარება დაძაბულია. TMC თბილისმა მეტოქეს მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა. საინტერესოა, რა მოხდება მესამე დაპირისპირებაში და რომელი გუნდი დაწინაურდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები