Thumbnail

ACB ლიგის საუკეთესო კალათბურთელი? - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ლეგიონერებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ACB ლიგის გამოკითხვა
  • ხმა მივცეთ შენგელიას, შერმადინსა და ბურჯანაძეს

ACB ლიგამ დაიწყო ჩემპიონატის MVP-ის გამოსავლენი გამოკითხვა - ფანები, ჟურნალისტები, თავად კალათბურთელები და მწვრთნელები ერთობლივად (თითოეულ სეგმენტს 25%-იანი ძალა აქვს) გამოავლენენ საუკეთესოებს.

ფანების გამოკითხვა 18 მაისს დასრულდება. მანამდე კი ქართველ გულშემატკივრებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ თორნიკე შენგელიას (ბასკონია), გიორგი შერმადინსა (უნიკახა) და ბექა ბურჯანაძეს (დელტეკო). 

ხმის მიცემა შესაძლებელია, როგორც ესპანეთის ლიგის ოფიციალურ საიტზე http://mvpmovistar.acb.com/-ზე, ასევე Twitter-სა და Instagram-ზე.

Twitter

უნდა დატვიტოთ - #MVPMovistar და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი ლათინური შრიფტით. რეტვიტიც ითვლება.

Instagram

ფოტო + #MVPMovistar გვარი და სახელი. კომენტარებში ჩაწერაც შესაძლებელია.

შენიშვნა: Instagram-ით და Twitter-ით 24 საათში მხოლოდ ერთხელ შეიძლება ხმის მიცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები