Thumbnail
  • transfermarkt-მა ეროვნული ლიგის ფასები შეცვალა
  • მოთამაშეებში ხუთეული ლიდერობს
  • საინტერესო ფაქტები ფასებთან დაკავშირებით 

ცნობილი საფეხბურთო საიტი transfermarkt, რომელიც ძირითადად, სატრანსფერო თემებს აშუქებს, ხშირად აახლებს ხოლმე სხვადასხვა ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელების სავარაუდო საბაზრო ფასებს. ამჯერად, "ტრანსფერმარკტმა" ეროვნული ლიგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები შეცვალა. 

ყველაზე ძვირი საბურთალო ღირს
📷 საბურთალო

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ფასი "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 500 ათასი ევროა. ასეთი კი სულ 5 ფეხბურთელია. ორი ჩემპიონ საბურთალოს ღირსებას იცავს - ფრანგი ვინგერი ვაგნერ გონსალვეში და ფორვარდი გიორგი კოხრეიძე. თბილისის ლოკომოტივში თამაშობს ზურიკო დავითაშვილი, დინამოელია ლევან შენგელია და ტორპედოს კარს იცავს როინ კვასხვაძე. 

ამ ხუთეულიდან ვაგნერის ფასი დაეცა (750 ათასი), კვასხვაძის უცვლელი დარჩა, დანარჩენებისა კი მოიმატა - დავითაშვილისა და შენგელიას შემთხვევაში, გაორმაგდა, კოხრეიძე კი აქამდე 400 ათასი ღირდა. 

ეროვნული ლიგა. TOP 10

1. გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) - €500 000 

1. ზურაბ დავითაშვილი (ლოკომოტივი) - €500 000

1. როინ კვასხვაძე (ტორპედო) - €500 000

1. ლევან შენგელია (დინამო) - €500 000

1. ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) - €500 000

6. ნოდარ ქავთარაძე (ტორპედო) - €450 000

6. ლუკა გუგეშაშვილი (დილა) - €450 000

8. ფლამარიონი (ბათუმი) - €425 000

9. ოლექსანდრ აზაცკი (ტორპედო) - €400 000

9. გაგი მარგველაშვილი (საბურთალო) - €400 000

9. გიორგი ქიმაძე (ტორპედო) - €400 000

9. ნიკა ნინუა (დინამო) - €400 000

ეროვნული ლიგა. ყველაზე ძვირი კლუბები

1. საბურთალო - €5.33 მლნ

2. დინამო - €5.30

3. ტორპედო - €5.13

4. ბათუმი - €4.28

5. ლოკომოტივი - €3.90

საინტერესო ფაქტები (მოთამაშეები)

⚽ ყველაზე მეტად ლევან შენგელიასა და ზურიკო დავითაშვილის ფასები გაიზარდა - 250 000-ით თითოეული.

⚽ ვაგნერი ყველაზე ძვირფასი ლეგიონერია ეროვნულ ლიგაში.

⚽ 20-წლამდელთა შორის ლიდერები არიან: დავითაშვილი - 500 000; ნინუა - 400 000 და ირაკლი აზაროვი (დინამო) - 300 000. 

⚽ 30 და მეტი ასაკის ფეხბურთელებში ყველაზე ძვირფასი ჩიხურას მეკარე დინო ჰამზიჩია - 250 000. 

საინტერესო ფაქტები (კლუბები)

⚽ ეროვნული ლიგის საერთო ფასი 38.13 მილიონი ევროა.

⚽ ლეგიონერთა რიცხვი ეროვნულ ლიგაში 14%-ს შეადგენს. 

⚽ ეროვნული ლიგის ფეხბურთელის საშუალო ფასი 161 ათასი ევროა.

⚽ საშუალო ასაკი - 24.5 წელი.

⚽ ეროვნულ ლიგაში ყველაზე იაფი რუსთავია - 2.25 მილიონი ევრო.

კომენტარები

ბოლო ამბები