Thumbnail

'ლივერპულივით ქამბექი მექნება' - ამბობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დებატები პარლამენტში ფეხბურთთან პარალელებით წარიმართა...
  • მეის ოპოზიციის ლიდერმა დასცინა, შემდეგ კი პრემიერმინისტრმაც თავი ლივერპულს შეადარა...

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს - ტერეზა მეის ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა გუშინდელი მატჩის შემდეგ დასცინა - "იქნებ პრემიერმინისტრმა იურგენ კლოპისგან მაგალითი აიღოს და ისწავლოს ევროპელებთან მატჩებში კარგი შედეგის ჩვენება."

ტერეზა მეის ევროკავშირიდან გასვლის წინადადებაზე უარი უთხრეს და 'ბრექსიტმა' ფორმალურად ოქტომბრისკენ გადაიწია. "ყველას ჰგონია, რომ სანამ წავალ 'ბრექსიტის' შეთანხმებას ვერ მივაღწევ, მაგრამ გუშინაც ეგონათ ლივერპული ბოლო წუთებამდე დამარცხებული - მეც ასე მოვიქცევი და კლოპის გუნდივით 'ქამბექი' მექნება!" - ამბობს მეი.

კომენტარები

ბოლო ამბები