Thumbnail

ენფილდზე მატჩის შემდეგ ლიონელ მესის აეროპორტში ფანებთან შელაპარაკება მოუვიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მესიმ ჯერ სტადიონზე იტირა
  • შემდეგ აეროპორტში ფანებს დაუპირისპირდა...

გუშინ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური რაუნდის საპასუხო მატჩში ბარსელონა ენფილდზე 4:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მეცხრედ მოიპოვა.

გარდიანის და ლივერპულის ექოს მტკიცებით, პირველი მატჩის გმირა - ლიონელ მესიმ ენფილდის გასახდელში იტირა, როგორც ჩანს არგენტინელს ლიგის მოგება მეხუთედაც სურს.

სწორედ ამდენჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა მის მთავარ მოწინააღმდეგეს - კრიშტიანო რონალდოს - ბარსასთვის მადრიდში ლიგის მოგებაც სიმბოლური ხასიათის იქნებოდა.

მესი, როემლიც სტადიონზე რამდენიმე საათით - დოპინგ კონტროლის გამო შეაჩერეს, აეროპორტში ცალკე მივიდა. უსაფრთხოების კონტროლის გავლისას, ბარსას განაწყენებულ კაპიტანს რამდენიმე ფანთან შელაპარაკება მოუბიდა და და როგორც 'ექო' ამტკიცებს მესი დაცვამ გაიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები