- ეროვნული ნაკრები მზადებას იწყებს ერთა ჩემპიონატისთვის
- ტურნირი 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები იწყებს მზადებას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 8-16 ივნისს და რომელიც ამავდროულად ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირიცაა. მზადების პირველ ეტაპზე, ნაკრები პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ტურნირზე მიიღებს მონაწილებას, რომელიც ბაქოში 8-10 მაისს გაიმართება.
კლუბების ნაკრები დაკომპლექტებულია საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ხელბურთელებით, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან. პრეზიდენტ ალიევის თასზე 4 გუნდი თამაშობს: აზერბაიჯანის ორი ნაკრები, ერაყის ეროვნული გუნდი და საქართველოს კლუბების ნაკრები.
ნაკრებში 14 ხელბურთელია, რომლებიც წარმოადგენენ 6 ქართულ კლუბს. მაისის ბოლოს ნაკრებს შეუერთდებიან ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები და გუნდი დაიწყებს მზადებას ერთა ჩემპიონატისთვის.
საქართველოს კლუბების ნაკრები
ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ თელავი), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო), დავით ყორიაული (1998, იმედი-სტუ თელავი), გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი-სტუ თელავი), რატი გვაზავა (1998, პეგასი), ჯემალ იმნაძე (2001, ქუთაისი) ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), გიორგი ახალბედაშვილი (1997, გორი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი), მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), ერეკლე არსენაშვილი (1998).
კომენტარები