Thumbnail

ფინანსური პრობლემები ტორპედოში - ფეხბურთელებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კლუბი ფეხბურთელებს პირდება, რომ სახელფასო დავალიანება ორ-სამ დღეში დაიფარება
  • ჯერჯერობით, გუნდი ჩვეულებრივად ვარჯიშობს და ლოკომოტივთან მატჩისთვის ემზადება 

ქუთაისის ტორპედოში ფინანსური პრობლემებია. კლუბის მესვეურებს უკვე ორი თვეა ფეხბურთელებისთვის ხელფასები არ გადაუხდიათ და პირდებიან მათ რომ დავალიანება უახლოეს ორ-სამ დღეში დაიფარება. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელებმა დაპირებული თანხა დათქმულ დროს არ მიიღეს, რთული სათქმელია.

ტორპედოს პრესამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი აქვთ ასაღები და ეს დავალიანება ორ-სამ დღეში უნდა დაიფაროს. ამ ეტაპზე, ფეხბურთელები ჩვეულებრივად ვარჯიშობენ და ემზადებიან თბილისის ლოკომოტივთან თამაშისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები