Thumbnail

PREVIEW | დიდი ბიჭები სახლში ბრუნდებიან - ამსტერდამი ნახევარფინალს მასპინძლობს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 7 მაისი | ⌚ 23:00 | ⚽ აიაქსი V ტოტენჰემი
  • ამსტერდამის მატჩისთვის სპურსის რიგებში სონი ბრუნდება...

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური რაუნდის საპასუხო მატჩში, ამსტერდამის აიაქსი ტოტენჰემ ჰოთსპურს უმასპინძლებს და ლონდონელების დამარცხებას იოჰან კრუიფ არენაზეც შეეცდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ტენ ჰაგის გუნდმა 0:1 მოიგო.

ტოტენჰემს შემტევი ფაზის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა - სონი უბრუნდება, ხოლო ჰარი კეინი ისევ ტრავმირებულია და დღევანდელ მატჩს ინგლისის ნაკრების კაპიტანი გამოტოვებს. ასევე, შესაძლოა დავინსონ სანჩესმა და იან ვერტონგენმაც ვერ ითამაშონ.

"ამ გუნდით, ამ გარემოებაში რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო ალბათ ფეხბურთიდან წავალ და სხვა საქმიანობას დავიწყებ." - ამბობდა პრესკონფერენციაზე მაურისიო პოჩეტინო. "ეს იქნება ალბათ ჩემი სპურსში  5 წლიანი მოღვაწეობის საუკეთესო დასასრული."

"ეს მატჩი ჩვენი სტადიონის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი მატჩია." - ამბობს ამსტერდამელთა მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი. "ჩემ ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ, ყველამ ისედაც იცის რა დევს სასწორზე."

"არ ვნერვიულობთ..." - დაამატა დელი ბლინდმა. "გუნდში ჯანსაღი სიტუაციაა, ისეთივე, როგორც სხვა მატჩების დროს. გუნდის ყველა მიმართულებით ძალიან სწრაფად ვითარდება და ეს ტენდენცია წლიდან-წლამდე შესამჩნევია."

დღეს სახლში ბრუნდებიან აიაქსის ყოფილი ფეხბურთელები - სპურსის ძირითადის 3 მოთამაშე - ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და კრისტიან ერიკსენი ამსტერდამში გაიზარდნენ, ხოლო კოლუმბიელი დავინსონ სანჩესიც სპურსმა აიაქსიდან გადაიყვანა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჰოლანდიის თასის მოგების შემდეგ, აიაქსის ოცნება 'ტრებლის' მოგების შესახებ უფრო და უფრო რეალური გახდა.

⚽ აიაქსი მხოლოდ მესამე გუნდია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მერვედფინალიდან მოყოლებული ყველა გასვლითი მატჩი მოიგო, დანარჩენმა ორმა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

⚽ ტოტენჰემი შეეცდება გახდეს მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ნახევარფინალის პირველი მატჩი სახლში წააგო, მაგრამ შემდეგ ფინალში გასვლა მოახერხა. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ იგივე აიაქსმა შეძლო - 1995-96 წლების სეზონში.

⚽ დონი ვან დე ბეეკმა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ერთხელ სხვას გაატანინა.

⚽ სონის დაბრუნება ტოტენჰემისთვის დიდი მოტივაციაა, კორეელმა სიტისთან მეოთხედფინალში პირველ 10 წუთში დუბლის გატანა შეძლო.

⚽ ტოტენჰემის ბოლო 2 მატჩი ჰოლანდიაში 3:3 და 2:2 დასრულდა, ჯამში გატანილი 10 გოლით.

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-2-3-1): ონანა - ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, სინკგრავენი - ბიიკი, შიონე - ზიეში, ტადიჩი, ნერეში - დოლბერგი. 

ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - ტრიპიე, ალდერვეირელდი, ფოიტი, როუზი - ერიკსენი, დაიერი, სისოკო, ალი - ლუკასი, სონი.

კომენტარები

ბოლო ამბები