Thumbnail

'ის შინ ბრუნდება' - ოფიციალურად, თემურ ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თემურ ქეცბაიამ ანორთოსისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ქართველი მწვრთნელი საქმეს 1-ელი ივნისიდან შეუდგება

ანორთოსისის ოფიციალურმა საიტმა თემურ ქეცბაიას დანიშვნის შესახებ გამოაცხადა - ის, რაც ბოლო თვეების განმავლობაში კვიპროსული სპორტული მედიის მთავარი თემა იყო დადასტურდა - ქართველი სპეციალისტი ანორთოსისის მთავარი მწვრთნელია

ის გუნდს 1-ელ ივნისს ჩაიბარებს და მას 2021 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. "ის, რასაც ათასობით ანორთოსისელი ელოდა, თემურ ქეცბაია შინ ბრუნდება", - წერს კლუბის საიტი. 

თემურ ქეცბაია კვიპროსში სათამაშოდ 1991 წლის ზაფხულში გადავიდა, მან 76 თამაშში 39 გოლი გაიტანა, შემდეგ კი იყო მისი ევროპული კარიერა. 2002/03 წლების სეზონში ის დაბრუნდა ანორთოსისში - 2003 წლის დეკემბრიდან კი მოთამაშე მწვრთნელი გახდა. ქეცბაია ანორთოსისს 2007 წელს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისში ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა თამაშობენ. კვიპროსულ მედიას თუ დავუჯერებთ, კარიერას ანორთოსისში გააგრძელებენ გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილიც.

კომენტარები

ბოლო ამბები