Thumbnail
  • ლივერპული 4:0 (0:3) ბარსელონა
  • ლივერპულმა ბარსელონური 0:3 56 წუთში ამოქაჩა
  • ლიგის ფინალი 1-ელ ივნისს მადრიდში

"ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ლივერპულმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ლივერპულმა სამგოლიანი ჩამორჩენა ამოქაჩა და 1-ელ ივნისს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ფინალში ითამაშებს!

📋 მეტი ამ თემაზე:

ლივერპულს "კამპ ნოუზე" წაგებული 0:3 ჰქონდა ამოსაქაჩი და თან ეს ლიდერის, მოჰამედ სალაჰის გარეშე უნდა გაეკეთებინა. ინგლისურმა კლუბმა ეს ჯერ კიდევ 56-ე წუთისთვის მოახერხა! ზედიზედ ორი წელია ვალვერდეს ბარსელონა უცნაურად ვარდება - პირველ თამაშს სამგოლიანი უპირატესობით იგებს, შემდეგ კი მარცხდება - შარშან ეს 1/4 ფინალში რომასთან მოხდა, წელს - ლივერპულთან. 

📺 1:0 ორიჯი (7) 

პირველი ტაიმი იურგენ კლოპის გუნდის იერიშებით დაიწყო - ჯორდან ჰენდერსონი საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მისი დარტყმული ტერ შტეგენმა მოიგერია, დასწრებაზე ყველას დივოკ ორიჯიმ მიუსწრო და ანგარიში გახსნა. 

გოლის შემდეგ ორი-სამი კარგი მომენტი ბარსელონას ჰქონდა, თუმცა მეკარე ალისონი კარგად თამაშობდა. ტაიმი ლივერპულმა მინიმალური სხვაობით მოიგო.

📺 2:0 ვეინალდუმი (54)

რაკიტიჩმა ცუდი პასი მისცა ალბას, რომელიც ალექსანდერ-არნოლდმა ჩაჭრა და მარჯვნიდან ჩააწოდა - შეცვლაზე შემოსულმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა ცენტრში დაურტყა ტერ შტეგენს და გაუტანა

📺 3:0 ვეინალდუმი (56)

შაჩირიმ მარცხნიდან ჩააწოდა და ვეინალდუმი ყველაზე მაღლა ახტა. ამით ბარსელონური 0:3 ლივერპულმა საათზე ნაკლებ დროში გააბათილა.

📺 4:0 ორიჯი (79) 

ალექსანდერ-არნოლდმა კუთხური მოულოდნელად მოაწოდა, ბარსას მცველები და მეკარე მზად არ იყვნენ, დივოკ ორიჯიმ კი დუბლი შეასრულა.

საინტერესო ფაქტები

შეცვლაზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა

⚽ დივოკ ორიჯიმ თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ამ სეზონში ის 50-ე მოთამაშეა, ვინც ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. 

⚽ პირველ ტაიმში ყველაზე მეტი დუელი არტურო ვიდალმა მოიგო - 6.

⚽ ჟორჟინიო ვეინალდუმი ლივერპულის პირველი ფეხბურთელია 2007 წლის მერე, ვინც შეცვლაზე ჩემპიონთა ლიგის მატჩში დუბლი შეასრულა.

⚽ ვეინალდუმის ყველა გოლი ლიგაზე ნახევარფინალურ ეტაპზე მოდის.

⚽ ვეინალდუმი პირველი შეცვლაზე შესული ფეხბურთელია, ვინც ლიგაზე ბარსას კარში დუბლი შეასრულა.

⚽ ვეინალდუმმა მხოლოდ მეორედ შეძლო დუბლის შესრულება ევროთასებზე. 

⚽ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ყველა შეჯიბრში 14 ასისტი გააკეთა, ყველაზე მეტი ლივერპულის ფეხბურთელებს შორის.

⚽ ბარსელონამ ზედიზედ მეორე სეზონში გაანიავა 3-ბურთიანი სხვაობა. 

ლივერპული 4:0 ბარსელონა

გოლები: 1:0 ორიჯი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიჯი (79)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (46. ვეინალდუმი) - ჰენდერსონი, ფაბინიო, მილნერი - შაჩირი (90. სტარიჯი), მანე, ორიჯი (85. ს. გომესი)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - არტურო ვიდალი (75. არტური), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (80. მალკომი) - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო (60. სემედუ)

კომენტარები

ბოლო ამბები