Thumbnail

ორი ამბავი, რომლებიც უნდა გვახსოვდეს - მსოფლიო რაგბი ქართველებზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გელა აფრასიძის ბრწყინვალე ლელო ირლანდიასთან
  • ქართველების ისტორიული გამარჯვება არგენტინის ნაკრებთან 

საქართველოში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასი 2017 წელს ჩატარდა. ტურნირმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და 2019 წლის მსოფლიოს თასამდე მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე ''უმცროსი ბორჯღალოსნების'' შესახებ ორი ვიდეო გამოქვეყნდა.

გელა აფრასიძის ლელო ირლანდიასთან იყო პირველ ამბავი, რომელიც მსოფლიო რაგბიმ გაიხსენა - აფრასიძემ ირლანდიასთან საოცრად ითამაშა, რამდენიმე მეტოქეს გვერდი აურა და ისეთი ლელო დადო, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის TOP 5 ლელოში მოხვდა.

მეორე ამბავი კი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩია, რომელშიც ილია მაისურაძის გუნდმა არგენტინას ერთი ქულით მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები