Thumbnail
  • სამედოვი და ანანიძე ტრავმირებულები არიან
  • კრილია სოვეტოვის ექიმის კომენტარი

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელები ჯანო ანანიძე და ალექსანდრ სამედოვი კრილია სოვეტოვის რიგებში აღარ ითამაშებენ. სამარაში იჯარით მყოფმა ფეხბურთელებმა ტრავმები მიიღეს. 

ჯანოს მუხლის სახსარი აქვს დაზიანებული. აი, რა თქვა ჯანოს ტრავმაზე კრილია სოვეტოვის ექიმმა კიური ჩაჩაევმა: "ჯანოს შემთხვევაში, სერიოზული არაფერია, მაგრამ მისთვის თამაში არ შეიძლება. ვერ გავრისკავთ, ვასვენებთ. ვფიქრობ, სამედოვივით, ვერც ის ითამაშებს სეზონის ბოლომდე. 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკის საკუთრებაა, ის სეზონის ბოლომდე იყო განათხოვრებული კრილია სოვეტოვში. გუნდის ექიმს კი ეეჭვება, რომ ჯანო ისევ შეძლებს რუსული პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის ფორმის მორგებას. ჯანომ ამ სეზონში 8 მატჩში მოირგო კრილიას მაისურა და 1 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები