Thumbnail

წლის ტალანტი ბელგიაში - ჩაკვეტაძე მე-9 ადგილზე გაიყვანეს

  • ბელგიაში წლის ფეხბურთელი, მწვრთნელი და ტალანტი გამოავლინეს
  • გიორგი ჩაკვეტაძე ტალანტების ათეულშია

6 მაისს ბელგიის ჟუპილერ პრო ლიგის გალა საღამო გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელეს. 

წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ ბრიუგეს მოთამაშე ჰანს ვანაკენი გახდა, მანნ 361 ქულა მიიღო. საუკეთესო მწვრთნელი გენკის თავკაცი ფილიპ კლემანი გახდა, 45 წლის სპეციალისტმა 855 ქულა მიიღო.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ანდერლეხტის 17 წლის ტალანტი იარი ვერხაერენი დასახელდა - მან 414 ქულა მიიღო. 

ათეულში მოხვდა გენტის 19 წლის ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე - მან 55 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილი დაიკავა, მეათეზე ამდენივე ქულით მისი თანაგუნდელი ჯონათან დევიდი გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები