Thumbnail

შოტლანდიამ შემადგენლობა გამოაქვეყნა - 42 მორაგბე მზადებას იწყებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გრეგორ თაუნსენდმა 42-კაციანი სია გამოაქვეყნა
  • შოტლანდიელები მსოფლიოს თასისთვის მზადებას იწყებენ

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა იმ 42 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს თასისთვის მზადებას დაიწყებენ. შოტლანდიელთა მწვრთნელი მსოფლიოს თასისთვის სწორედ ამ მორაგბეებიდან შეარჩევს საბოლოო შემადგენლობას.

შოტლანდიელები მსოფლიოს თასამდე 4 მატჩს გამართავენ. 17 აგვისტოს საფრანგეთს ესტუმრებიან, 24 აგვისტოს საქართველოში ჩამოვლენ, რის შემდეგაც ერთ კვირაში საფრანგეთს უმასპინძლებენ 'მარიფილდზე', ხოლო 6 ან 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს უკვე საკუთარ მოედანზე შეხვდებიან.

შოტლანდიელთა ჯგუფში ირლანდია, სამოა, რუსეთი და მასპინძელი იაპონია არიან. თაუნსენდის მორაგბეები მსოფლიო თასს ირლანდიასთან მატჩით იწყებენ. შეხვედრა იოკოჰამაში 22 სექტემბერს გაიმართება.

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა

შერკინება: ჯონ ბარკლი (ედინბურგი), საიმონ ბერგანი (ედინბურგი), ჯეიმი ბატი (გლაზგო უორიორსი), მაგნუს ბრედბარი (ედინბურგი), ფრეიზერ ბრაუნი (გლაზგო უორიორსი), ალან დელი (ედინბურგი), მეტ ფაგერსონი (გლაზგო უორიორსი),  სანდერ ფაგერსონი (გლაზგო უორიორსი), გრანტ გილკრისტი (ედინბურგი), გარი გრეჰემი (ნიუკასლ ფალკონსი), ჯონი გრეი (გლაზგო უორიორსი), სტიუარტ მაკკინლი (ედინბურგი), ვილემ ნელი (ედინბურგი), გორდონ რიდი (ლონდონ აირიში), ჯეიმი რიჩი (ედინბურგი), სემ სკინერი (ექსეტერ ჩიფსი), გრანტ სტიუარტი (გლაზგო უორიორსი), ჯოშ სტრაუსი (სეილ შარქსი), ბლეიდ ტომსონი (სკარლეტსი), ბენ ტულისი (ედინბურგი), ჯორჯ ტერნერი (გლაზგო უორიორსი), ჰემიშ უოტსონი (ედინბურგი), რაიან უილსონი (გლაზგო უორიორსი).

ხაზი: დარსი გრეჰემი (ედინბურგი), ნიკ გრიგი (გლაზგო უორიორსი), კრის ჰარისი (ნიუკასლ ფალკონსი), ადამ ჰასტინგსი (გლაზგო უორიორსი), სტიუარტ ჰოგი (გლაზგო უორიორსი), ჯორჯ ჰორნი (გლაზგო უორიორსი), პიტ ჰორნი (გლაზგო უორიორსი), რორი ჰაჩინსონი (ნორთჰემპტონი), ჰიუ ჯონსი (გლაზგო უორიორსი), სემ ჯონსონი (გლაზგო უორიორსი), ბლერ კინგჰორნი (ედინბურგი), გრეგ ლეიდლოუ (კლერმონი), შონ მეიტლენდი (სარასენსი), ბაირონ მაკგუიგანი (სეილ შარქსი), ალი პრაისი (გლაზგო უორიორსი), ჰენრი პირგოსი (ედინბურგი), ფინ რასელი (რასინგი), ტომი სეიმური (გლაზგო უორიორსი), დანკან ტეილორი (სარასენსი)

კომენტარები

ბოლო ამბები