Thumbnail

ავსტრალიაში ყოფილი მსაჯი მოედანზე მექსიკელი 'რესლერის' ნიღბით შეიჭრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ყოფილი არბიტრი მოედანზე შეიჭრა
  • 10 წლიანი დისკვალიფიკაცია ყველა დონის მატჩზე ავსტრალიაში...

ავსტრალიაში მოედანზე მექსიკელი რესლერის ნიღბით შეჭრილი პირს, 10 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. საშუალო ასაკის მამაკაცმა მოედანზე შესვლის შემდეგ წითელი ბარათი ამოიღო.

ფეხბურთელებმა მას ნიღაბი მალევე ჩამოხსნეს და აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პირი ყოფილი არბიტრია, რომელიც მსაჯების მიმართ ბოლოდროინდელ დამოკიდებულებას აპროტესტებდა.

ორგანიზაცია 'Capital Football' ყოფილ არბიტრის მთელი ავსტრალიის მასშტაბით ნებისმიერ დონეზე მოედანთან მიახლოვებას 10 წლის მანძილზე აუკრძალავს.

"მგონი კარგი სანახავი არ არის, როდესაც ნიღბიანი ადამიანი შუა მატჩის დროს მოედანზე შერბის." - აღნიშნა მმართველი ორგანოს აღმასრულებელმა დირექტორმა - ფილ ბრაუნმა

კომენტარები

ბოლო ამბები