Thumbnail
  • ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი დასახელდა
  • ქართველს ევროლიგის მთავარმა მწვრთნელებმა დაუჭირეს მხარი

ევროლიგამ ოფიციალურად დაასახელა სეზონის ამომავალი ვარსკვლავის ტროფეის მფლობელი - მოულოდნელი არ არის, რომ გაიმარჯვა აბსოლუტურმა ფავორიტმა გოგა ბითაძემ. ევროლიგის ფინალურ ოთხეულის დროს ქართველი ცენტრი Rising Star Trophy-ის მიიღებს.

სეზონის ამომავალი ვარსკვლავი ხდება კალათბურთელი, რომელსაც ლიგის მთავარი მწვრთნელები ირჩევენ, 22-წლამდელი კალათბურთელებისგან. 

გოგამ გაიმარჯვა იმის მიუხედავად, რომ ის მხოლოდ დეკემბერში გადავიდა ევროლიგაში, როცა ბუდუჩნოსტმა იჯარით აიყვანა. ბითაძემ მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა ევროლიგაში, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა წარმატებისთვის. 

19 წლის გოგა ბითაძე ევროლიგაში საშუალოდ 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 ბლოკს აკეთებდა. მქკ - 16.3.

იმის გამო, რომ გოგამ ცოტა მატჩი ითამაშა, ის ვერ მოხვდა სტატისტიკურ ლიდერებში. არადა, ბლოკებში ეს მაჩვენებელი ლიგაში პირველია, მოხსნებში - მე-4, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი - მერვე. 

გოგა ბითაძე პირველი ცენტრია, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში ამ პრიზით დააჯილდოვეს. 
მეორე ადგილზე იოველ ზუსმანი (მაკაბი) გავიდა, მესამეზეა გეორგიოს პაპაიანისი (პანათინაიკოსი).
გოგას ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა ევროლიგაში - მე-15 ტურში ბაიერნთან მატჩში ახალბედამ 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 ბლოკი მიითვალა!. 

📺 გოგა ბითაძე - ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი 

ევროლიგის ყველა ამომავალი ვარსკვლავი

2004/05 - ერაზემ ლორბეკი (ბოლონია, სლოვენია)

2005/06 - ანდრეა ბარნიანი (ტრევიზო, იტალია)

2006/07 - რუდი ფერნანდესი (ჟუვენტუდი, ესპანეთი)

2007/08 - დანილო გალინარი (მილანო, იტალია)

2008/09 - ნოვიცა ველიჩკოვიჩი (პარტიზანი, სერბეთი)

2009/10 - რიკი რუბიო (ბარსელონა, ესპანეთი)

2010/11 - ნიკოლა მიროტიჩი (რეალი, ესპანეთი)

2011/12 - ნიკოლა მიროტიჩი (რეალი, ესპანეთი)

2012/13 - კოსტას პაპანიკოლაუ (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი)

2013/14 - ბოგდან ბოგდანოვიჩი (პარტიზანი, სერბეთი)

2014/15 - ბოგდან ბოგდანოვიჩი (ფენერბაჰჩე, სერბეთი)

2015/16 - ალექს აბრინესი (ბარსელონა, ესპანეთი)

2016/17 - ლუკა დონჩიჩი (რეალი, სლოვენია)

2017/18 - ლუკა დონჩიჩი (რეალი, სლოვენია)

2018/19 - გოგა ბითაძე (ბუდუჩნოსტი, საქართველო)

კომენტარები

ბოლო ამბები