Thumbnail

'ის რომ არ ყოფილიყო, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ ვიქნებოდი' - გურამ თუშიშვილი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპის ძიუდოს კავშირის პროექტი - ''შეხვდი ჩემპიონს''
  • პროექტის სტუმარი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების პირველმა ნომერმა მძიმე წონაში და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ძიუდოს კავშირის პროექტში - "შეხვდი ჩემპიონს".

ქართველმა სპორტსმენმა ჩემპიონობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება პირადი მწვრთნელის როლზე გაამახვილა. 

გურამ თუშიშვილი: რომ დაფიქრდეს ადამიანი, ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შეხედავ, როცა ამ ყველაფერს გააკეთებ და შენს ხალხს იმედს გაუმართლებ, შენს ქვეყანაში და შენი გულშემატკივარის გულში ლეგენდად დარჩები.

ბათო ჯიქურია (გურამ თუშიშვილის მწვრთნელი): წინასწარ ვგრძნობდი, რომ ჩემპიონი გახდებოდა.

გურამ თუშიშვილი: რა თქმა უნდა, ის რომ არ ყოფილიყო, მე თამამად შემიძლია თქმა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვერ ვიქნებოდი. ასეთი სტილის ამბები შენს ქვეყანაში არასდროს ავიწყდებათ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები