Thumbnail

'საამაყო შვილი' - რონალდოს დედას იუვეს ჩემპიონობა საკვირველი ამბავი ჰგონია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრიშტიანო რონალდოს დედამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფეიკი დაიჯერა
  • მარია ავეირუს ჰგონია, რომ იუვემ სერია A ბოლო 20 წელიწადში პირველად მოიგო

კრიშტიანო რონალდოს დედას, მარია დოლორეს ავეირუს, სახალისო შეცდომა მოუვიდა, რის გამოც სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პორტუგალიელმა ქალბატონმა სოციალურ ქსელში აღფრთოვანება შვილის წარმატების გამო გამოხატა, ოღონდ, კრიშტიანოს წარმატება “ფეიკი” აღმოჩნდა. 

ავეირუმ  ტვიტერზე დააკომენტარა ფოტოსურათი, სადაც ეწერა, რომ კრიშტიანოს მისვლამდე იუვენტუსი ღრმა კრიზისში იმყოფებოდა და 20-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, მხოლოდ რონალდოს წყალობით შეძლო.

"ჩემი სიამაყე, ჩემი ბიჭი", - დაწერა ამ ამბით აღფრთოვანებულმა ავეირუმ.

შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსმა კრიშტიანო რონალდოს დამატებამდე, ზედიზედ შვიდჯერ მოიგო იტალიური სერია A. 

34 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი ტურინულ კლუბში გასულ ზაფხულს, რეალიდან გადავიდა. ამ სეზონში რონალდომ იტალიის ჩემპიონატის 29 მატჩში 21 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, კლუბმა კი ზედიზედ მერვე ჩემპიონობა ვადამდე გაიფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები