Thumbnail
  • ჰიუსტონმა გოლდენ სტეიტს მეორე საშინაო მატჩიც მოუგო
  • როკეტსმა უორიორსთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2
  • ეს პირველ რიგში ჯეიმს ჰარდენის დამსახურებაა
  • იანისმა და მილუოკიმ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

ვინც იფიქრა, რომ პირველი ორი თამაშის მოგების შემდეგ, გოლდენ სტეიტი ჰიუსტონის ბარიერს ადვილად გადალახავდა, შეცდა! როკეტსმა მოქმედ ჩემპიონსა და მთავარ ფავორიტს მეორე საშინაო მატჩიც მოუგო, ამჯერად 112:108 და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ. 38 ქულითა და 10 მოხსნით მან ორმაგი დუბლი შეასრულა. ჰარდენმა 17-ჯერ სცადა სამქულიანის ჩაგდება და 6 ჩააგდო. გორდონმა 20 ქულის დაგროვება შეძლო, ტაკერმა კი 17 ქულით და 10 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა.

უორიორსიდან საუკეთესოები კევინ დურანტი და სტეფ კარი იყვნენ. დურანტმა 34 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, კარიმ კი - 30 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა. დრეიმონდი გრინის აქტივში ორმაგი დუბლია (15 ქულა, 10 მოხსნა).

ჰიუსტონის Toyota Center-ში პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა იყო. მეორე პერიოდის შუაში როკეტსმა როკეტსმა უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა და მეოთხე პერიოდამდე 9-ქულიან პლუსს ინარჩუნებდა. მაგრამ ბოლო ორ წუთში გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავებმა კიდევ ერთხელ მოინდომეს და საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე, სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს. 11,5 წამი იყო დარჩენილი, როცა ჰარდენმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და სხვაოვა 4 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ დურანტმა და კარიმ სამქულიანების სროლა მოასწრეს, მაგრამ ვერცერთმა ჩააგდო და ჰიუსტონმა თამაში 112:108 მოიგო.

ამრიგად, სერიაში ანგარიშია 2:2 და მეხუთე მატჩი ხუთშაბათს გამთენიისას, ახლა უკვე გოლდენ სტეიტის ‘ორაკლ არენაზე’ გაიმართება.

იანისმა მილუოკის მოაგებინა, ბოსტონს პრობლემა აქვს!

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, მილუოკიმ ბოსტონს მესამე თამაში მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა! ბაქსმა სელტიკსი მისსავე დარბაზში 113:101 დაამარცხა და სერიას უკვე 3:1 იგებს! მატჩის გმირი იანის ანტეტოკუნმპო გახდა, რომელმაც 39 ქულის ჩაგდება მოახერხა და 16 მოხსნაც ჰქონდა, რაც ორმაგ დუბლს ნიშნავს. ბოსტონიდან საუკეთესო კაირი ირვინგი იყო - 23 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა.

მომდევნო დუელი ხუთშაბათს გამთენიისას, მილუოკის დარბაზში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, იანისი და კომპანია კონფერენციის ფინალში, 2001 წლის შემდეგ პირველად გავლენ!

კომენტარები

ბოლო ამბები