Thumbnail

NBA-ს ვარსკვლავები 'შურისმაძიებლები' რომ ყოფილიყვნენ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ესტონელი დიზაინერის იდეას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • NBA-ს ვარსკვლავები 'შურისმაძიებლების' როლში შესანიშნავად გამოიყურებიან

ესტონელი დიზაინერი კარმო რუსმა საინტერესო იმითაა, რომ გამორჩეული სტილი აქვს და ძირითადად NBA-ს მოთამაშეებს ხატავს. როგორც ჩანს, კარმოს კალათბურთზე არანაკლებად უყვარს ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა. მის ისტაგრამის გვერდზე, დახატულ კალათბურთელებთან ერთად, 'სატახტოთა თამაშებიდან' ღამის მეფეს და სხვა ზღაპრულ პერსონაჟებსაც გადააწყდებით.

სულ ცოტა ხნის წინ, რუსმას შესანიშნავი იდეა მოუვიდა. მან ინტერესის ორი სფეროს დაკავშირება გადაწყვიტა და საოცარი ნახატები შემოგვთავაზა, რომლებშიც 'შურისმაძიებლების' პერსონაჟები NBA-ს ვარსკვლავებთან გააერთიანა.

ასევე წაიკითხე:

გაინტერესებთ, თუ როგორი რკინის კაცი იქნებოდა ჯეიმს ჰარდენი, ან როგორ შავ პანტერას ვნახავდით, თუკი ამ პერსონაჟის როლს დამიენ ლილარდი შეასრულებდა? მაშინ ეს ნახატები აუცილებლად უნდა იხილოთ.

📸 კევინ დურანტი - თანოსი

📸 ჯოელ ემბიიდი - თორი

📸 იანის ანტეტოკუნმპო - ჰალკი

📸 დემიან ლილარდი - შავი პანტერა

📸 ჯეიმს ჰარდენი - რკინის კაცი

კომენტარები

ბოლო ამბები