Thumbnail

NBA დრაფტამდე - ბითაძის ორმაგი დუბლი და სკაუტები სერბეთის სუპერ ლიგაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სლობოდა 80:105 მეგა ბიმაქსი
  • გოგა ბითაძე - 18 ქულა, 11 მოხსნა

სერბეთის სუპერ ლიგის მე-3 ტურში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა სტუმრად 105:80 დაამარცხა სლობოდა. 20:56 წუთში ქართველმა ცენტრმა სლობოდას 18 ქულა (2 სამქულიანი) ჩაუგდო და მან 11 მოხსნა, 2-2 ჩაჭრა და დაფარება და 1 პასი მიითვალა. მეგას რიგებში მეტი მხოლოდ მიშკოვიჩმა ჩააგდო - 20 ქულა. 
მეგა B ჯგუფში 3 თამაშიდან 2 მოგებით მეორე ადგილზეა. ბითაძის გუნდის მორიგი მატჩი 9 მაისსაა, სტუმრად დინამიკთან. 

სერბულ Kurir-ს თუ დავუჯერებთ, მატჩს NBA-ს სკაუტები დაესწრნენ.

ამერიკული მედია ბითაძეზე

როგორც ჩანს, ბითაძეს პირველ წრეში არჩევა გარანტირებული აქვს

დრაფტზე ორიენტირებულმა საიტებმა კიდევ ერთხელ განაახლეს სიები. ბუნებრივია, გოგას სხვადასხვა ვერსიით, სხვადასხვა პოზიციას უწინასწარმეტყველებენ და ეს მონაცემები იცვლება. 
გთავაზობთ, მხოლოდ ბოლო 24 საათში გამოქვეყნებულ მონაცემებს:

FanSided - 18

"pick-and-pop "მაღალი", რომელსაც შეუძლია დაცვა, სივრცის კონტროლი და პასის მიცემა. ის ალბათ ცოტა ნელია იმისთვის, რომ ოდესმე გახდეს სტარტერი კარგ გუნდში, მაგრამ ალბათ ცენტრების კლასში დრაფტზე საუკეთესოა კლარკისა და ჰეიესის შემდეგ".

Bleacher Repor - 19

NBC Sports - 23

კომენტარები

ბოლო ამბები