Thumbnail

ACB ლიგამ თორნიკე შენგელია ტურის რჩეულებში შეიყვანა

  • თორნიკე შენგელია მანრესასთან მატჩის MVP გახდა
  • ACB ლიგის 30-ე ტურის რჩეულები

ACB ლიგის ოფიციალურმა საიტმა ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია 30-ე ტურის ხუთ გამორჩეულ კალათბურთელში შეიუვანა. 

გამორჩეულ ხუთეულში მოხვდნენ: ქულებით - თომას უერტელი (რეიტინგით, 28), შეინ უიტინგტონი (ქულებით, 24), უოლტერ ტავარეში (მოხსნებით, 11), ომარ კუკი (ასისტებით, 13) და თორნიკე შენგელია (ჩაჭრებით, 3). 

ტურის რჩეულები

"თორნიკე შენგელიამ ამ დღეს სხვაშიც გამოიჩინა თავი და ტურში 3 ჩაჭრა სხვა კალათბურთელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ქართველის სასარგებლოდ მეტყველებს მარგი ქმედების კოეფიციენტი - 23", - წერს ლიგის საიტი. 

შეგახსენებთ, რომ 30-ე ტურში თორნიკეს ბასკონიამ მანრესას 82:71 მოუგო, თორნიკე კი მატჩის MVP გახდა - 14 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა.  

კომენტარები

ბოლო ამბები