Thumbnail

ვიდეო-მიმოხილვა | თუთარაულის სისხლიანი გამარჯვება - MMA თბილისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • წარმატებული უიქენდი ქართველი მებრძოლებისთვის
  • ოტავაში დვალიშვილმა გაიბრწყინა, თბილისში - თუთარაულმა

გასული უიქენდი წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის, რომლებიც შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობენ. 5 მაისს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ეგიდით მორიგი ბრძოლა გამართა და ოტავაში კანადელი მეტიქე, ბრედ კატონა დაამარცხა. წინა დღეს, თბილისში გაიმართა გურამ გუგენიშვილის სახელობის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელშიც შვიდმა ქართველმა მებრძოლმა მიიღო მონაწილეობა.

დღის კულმინაცია რაულ თუთარაულის ბრძოლა იყო, რომელიც ირანელ მეტოქეს, მასუდ მოგიმიანს დაუპირისპირდა. თუთარაულის აქტივში 28 ბრძოლა, 23 მოგება და მხოლოდ 5 მარცხი იყო, ირანელს კი 10 ბრძოლა და 10 მოგება ჰქონდა. თუმცა, ეს ყველაფერი თბილისურ დაპირისპირებამდე, დიღმის ოლიმპიური კომპლექსის დარბაზში კი მაყურებლებმა ბრწყინვალე, თუმცა უთანასწორო ორთაბრძოლა იხილეს. თუთარაულმა მეტოქე არ დაინდო და წამებში დაამარცხა, ოქტაგონზე კი ბევრი სისხლი დაიღვარა.

📺 ვიდეო-მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები