Thumbnail
  • ლეო მესის აზრით, ზაფხულში ბარსელონას გაძლიერება სამ პოზიციაზე სჭირდება
  • კატალონიურ კლუბი არგენტინელის დაუკითხავად ტრანსფერებს არ ახორციელებს

ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გასაძლიერებლად, კატალონიურ კლუბს თავისი ხედვა გააცნო. ამის შესახებ Don Balon იუწყება, რომლის ცნობით, 31 წლის არგენტინელი გუნდში საჭიროდ სამი პოზიციის გაძლიერებას მიიჩნევს - მეკარის, ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის პოზიციების.

გამოცემა იუწყება, რომ ბლაუგრანაში მესის ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე, ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელის ტრანსფერს არ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ამსტერდამული კლუბიდან უკვე გადაიბირეს ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი. როგორც ჩანს, ფრენკი ერთადერთი არ იქნება, ვინც ჰოლანდიური კლუბიდან ზაფხულში “ბლაუგრანაში” გადაბარგდება.

ბარსაში ტრანსფერის შემთხვევაში, ონანა სათადარიგო მეკარის სტატუსს უნდა დასჯერდეს

ცნობილია, რომ ბარსელონას დატოვებაზე მეკარე იასპერ სილესენი ფიქრობს, გოლკიპერის პოზიციაზე იდაელურ ვარიანტად კი ლეოს ამსტერდამის აიაქსის მეკარე ანდრე ონანა წარმოუდგენია. თანაც, ონანასთვის ბარსელონას სისტემა უცხო არაა - კამერუნის ნაკრების 23 წლის მეკარე 2010-15 წლებში ბარსას ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.

მეტი ამ თემაზე: ტრანსფერები | ახალი მეკარე ბარსელონაში - ვინ იქნება ტერ შტეგენის შემცვლელი?

ამსტერდამელთა კაპიტანი დიდი ალბათობით აიაქსს ზაფხულში დატოვებს

ცენტრალური მცველის პოზიციაზე პრიორიტეტულ ვარიანტად აიაქსის კიდევ ერთი ფეხბურთელი, 19 წლის მატეის დე ლიხტი მიიჩნევა. 

რაც შეეხება ფორვარდის პოზიციას, ესპანეთის ჩემპიონები აინტრახტიდან სერბი თავდამსხმელის, 21 წლის ლუკა იოვიჩისა და პსვ-იდან მექსიკელი ვინგერის, 23 წლის ირვინგ ლოსანოს კანდიდატურებს განიხილავენ. 

ლუკა იოვიჩის გადაბირებას ბარსას მთავარი კონკურენტი რეალიც ცდილობს

კომენტარები

ბოლო ამბები