Thumbnail

9 მუსიკოსი, რომელიც გეიმინგით ინტერესდება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • სნუპ დოგი Mortal Kombat 11-ს თამაშობს
  • თი ფეინი twitch.tv-ს სტრიმერია
  • მუსიკოსების ნაწილი უკვე გეიმინგთან დაკავშირებულ კონტენტს ქმნის

გეიმინგით ყველა პროფესიის ადამიანი ინტერესდება და რა თქმა უნდა, გამონაკლისები არც მუსიკოსები არიან. ჩვენ სიაში მოხვედრილი ვარსკვლავების უმეტესობას მთელს მსოფლიოში იცნობენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ისინი ვიდეო თამაშებს დღის მნიშვნელოვან ნაწილს უთმობენ.

ჯასტინ ბიბერი

კანადელი სუპერვარსკვლავი მეგობრებთან ერთად ქუჩაში შენიშნეს, როდესაც ის Pokemon GO-ს თამაშობდა. ბიბერის თქმით, იგი ხშირად თამაშობს Call of Duty: Black Ops-ს, Mario Kart-ს და Halo-ს.

ჯასტინ ბიბერი Pokemon: Go-ს თამაშისას

ემინემი

ბიბერის მსგავსად, ემინემის საყვარელი გასართობი Call of Duty: Black Ops-ია. 2013 წელს, რეპერმა კომპანია Activision-თან თანამშრომლობა გააფორმა და ყველამ, ვინც CoD: Ghosts შეიძინა, ემინემის ექსკლუზიური სიმღერის - 'Survival' გადმოსაწერი კოდი მიიღო.

აღნიშნული სიმღერა CoD: Ghosts-ის თრეილერშიც მოვისმინეთ, ხოლო თავად კომპოზიციის კლიპში შუთერის კადრებია გამოყენებული.

დრეიკი

ობრი 'დრეიკ' გრემი გეიმინგ სამყარომ ამ კუთხით მაშინ გაიცნო, როდესაც კანადელმა რეპერმა Ninja-სთან ერთად Fortnite ითამაშა. სტრიმის მიმდინარეობისას, დრეიკმა განაცხადა, რომ როდესაც ხმის ჩამწერ სტუდიაში საქმე არ აქვს, დროს ვიდეო თამაშებით კლავს.

მარშმელო

ელექტრონული მუსიკის ამერიკელი პროდიუსერი და DJ კრისტოფერ 'მარშმელო' კომსტოკი Fortnite-ს მოყვარულია. სულ რაღაც ორიოდ თვის წინ, მარშმელომ Epic Games-ის ვიდეო თამაშში პირველი კონცერტი გამართა. 

საგულისხმოა, რომ მას YouTube-ზე გეიმინგ კონტენტიც აქვს, რომელსაც Mello Cave ჰქვია და ვიდეოებში ისეთი ცნობილი ადამიანები ჩანან, როგორიც TSM-ის ალი 'Myth' კაბანია.

სნუპ დოგი

არ არის გასაკვირი, რომ სნუპ დოგს გეიმინგი აინტერესებს, რადგან Call of Duty: Ghots-ში მისი ხმის მოსმენა შეგიძლიათ. თუმცა იგი მხოლოდ CoD-ს არ თამაშობს. მცირე ხნის წინ რეპერმა 'ტვიტერზე' ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ახლად გამოსული Mortal Kombat 11-ითაც ერთობა.

ლეიდი გაგა

ოსკაროსანი მომღერალი და მსახიობი 'ტვიტერზე' გამოტყდა, რომ გეიმინგი ძალიან აინტერესებს და Bayonetta-ს ვერ მოწყდა.

'კვლავ Bayonetta-ს ვთამაშობ, მე-13 თავზე ვარ, ხელები მტკივა, მეძინება და უკვე ღამის 4 საათია, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვკლა დრაკონი. ახლა თქვენი მხრიდან ემოციური მხარდაჭერა მჭირდება', - დაწერა გაგამ.

ზედი

ამერიკელი DJ/პროდუსერი Overwatch-ის მოყვარულია. მას ეს თამაში იმდენად მოსწონს, რომ სახლში ლეგოთი აშენებული საოცარი ქმნილება აქვს, რომელშიც Overwatch-ის პერსონაჟები არიან. 2016 წელს მუსიკოსი Overwatch League-ს შეხვედრებსაც დაესწრო.

გარდა Blizzard-ის შუთერისა, ზედი League of Legend-ითაც ინტერესდება და 2016 წლის Worlds-ის სიმღერა - 'Ignite' სწორედ მისი შექმნილია.

თი ფეინი

ამერიკელი რეპერი, მომღერალი და პროდუსერი თი ფეინი პრაქტიკულად პროფესიონალი სტრიმერია. როდესაც ახერხებს, ის Twitch.tv-ზე Overwatch-ს თამაშობს. უთამაშია Watch Dogs 2-ს და Dark Souls-ს, რომელზეც აცხადებს, რომ ეზიზღება. გეიმერების მახვილ თვალს არც ის გამოეპარა, რომ თი ფეინი Overwatch-ს ზედთან და დედმაუსთან ერთად თამაშობს.

არიანა გრანდე

არიანა Nintendo Switch-ის მომხმარებელია და Pokemon: Let's Go-ს თამაშში მთელი დღეები აქვს გატარებული. ეს ვიდეო თამაში მას იმდენად უყვარს, რომ ხელზე ტატუ აქვს, რომელზეც Eevee-ა გამოსახული. 

არიანა გრანდეს მკლავზე პოკემონია გამოსახული

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები