- ვილემი 0:4 აიაქსი
- ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა სეზონის პირველი ტიტული მოიგო
ამსტერდამის აიაქსი ზღაპრული სეზონს ატარებს და პირველი ტიტულიც მოიგო. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჰოლანდიის თასის ფინალში ვილემს 4:0 სძლია და ტიტულს მეცხრამეტედ დაეუფლა.
ამსტერდამელებმა პირველი გოლი 38-ე წუთზე გაიტანეს. დუშან ტადიჩის გადაცემით, დანი ბლინდმა ისარგებლა, ხოლო ზუსტად ერთ წუთში ჰაკიმ ზიეჩმა კლაას იან ჰუნტელაარს გაატანინა - 2:0.
აიაქსმა მე-3 გოლი 67-ე წუთზე გაიტანა. ჰუნტელაარმა ვან დე ბეეკის გადაცემით დუბლი შეასრულა. მატჩს წერტილი რასმუს კრისტენსენმა დაუსვა, რომელმაც ვილემს მე-4 გოლი გაუტანა. აიაქსმა სეზონის პირველი ტიტული მოიგო. ამსტერდამელები ერედივიზიონის მოგებასთანაც ახლოს არიან. მათ უტრეხტსა და გრააფსხაპს უნდა მოუგონ. ტენ ჰაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიცაა, სადაც ტოტენჰემს პირველ მატჩში სტუმრად 1:0 სძლია.
კომენტარები