Thumbnail
  • ACB - სამივე ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულაზე მეტი ჩააგდო
  • ესტუდიანტესი 72:80 უნიკახა - შერმადინის 12 ქულა
  • ბასკონია 82:71 მანრესა - შენგელიას 14 ქულა
  • მურსია 61:74 გიპუსკოა - ბურჯანაძის 13 ქულა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში სამივე ქართველი ლეგიონერის კლუბმა მოიგო. გიორგი შერმადინის უნიკახამ სტუმრად ესტუდიანტესს 8 ქულით, 80:72 სძლია. შერმადინმა 22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა, 8 მოხსნა და ერთი პასი დააგროვა. გიორგი მატჩის MVP გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. უნიკახას 36 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა 30 ქულით. შერმადინის მომდევნო მეტოქე ფუენლაბრადა იქნება.

ბექა ბურჯანაძის გიპუსკოამ ასევე სტუმრად იმარჯვა. ბექას გუნდმა მურსიას 13 ქულით, 74:61 სძლია. ბურჯანაძემ 29 წუთში 13 ქულა ჩააგდო, 6-ჯერ ბურთი ფარიდან მოხსნა და 2 გადაცემა გააკეთა.

ბექა ბურჯანაძის ეფექტური გადაცემა 📺

ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძის გიპუსკოას 20 ქულა დაუგროვდა და დიდი პაუზის შემდეგ გასავარდნი ზონიდა ამოვიდა, თუმცა გავარდნის საფრთხე ისევ დიდია. ბექას მომდევნო მეტოქე თორნიკე შენგელიას ბასკონია იქნება.

შენგელიას ბასკონიამ მანრესას 82:71 მოუგო. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა. თორნიკემ 14 ქულა ჩააგდო, 6-ჯერ ფარიდან მოხსნა ბურთი და 2 პასი გააკეთა. შენგელიამ ორქულიანი საოცარი სიზუსტით ისროლა - 6-დან 6 ჩააგდო. ბასკონიას 46 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ლიდერ ბარსელონას 2 ქულით ჩამორჩება.

5 მაისს ესპანეთში დედის დღეს აღნიშნეს, რის გამოც შენგელიას მაისურზე დედის გვარი, თევზაძე ეწერა. 

კომენტარები

ბოლო ამბები