Thumbnail

8 გოლი ალკორასზე - ვალენსიამ უესკა ლა ლიგიდან გააგდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უესკა 2:6 ვალენსია
  • უესკა ლა ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობა

ლა ლიგის 36-ე ტურში უესკამ გადარჩენის ბოლო შანსიც დაკარგა და ორი ტურით ადრე ლა ლიგიდან გავარდა. მასპინძლებმა 'ალკორასზე' ვალენსიას უმასპინძლეს და მატჩი 2:6 დათმეს. უესკამ პირველი ტაიმი 0:5 წააგო. ვალენსიელთა მხრიდან გოლები დანიელ ვასმა, როდრიგომ და სანტი მინამ გაიტანეს - მინამ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი საკუთარ კარში ეჩეიტამ ჩაჭრა. ვალენსიამ ლა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში 5 გოლი 21-ე საუკუნეში პირველად გაიტანა.

უესკამ მეორე ტაიმში პრესტიჟის გოლები გაიტანა. ვალენსიას მხრიდან კი როდრიგომ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 7 გოლი დაუგროვდა. ვალენსიას 55 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ ხეტაფეს 3 ქულით ჩამორჩება. უესკამ 36 ტურში 30 ქულა დააგროვა და ორი ტურით ადრე ლა ლიგას დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები