Thumbnail

ლობჟანიძის მე-7 გოლი დანიაში - ქართველი ევროპალიგისთვის იბრძვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სონდერისკე 1:1 რანდერსი
  • ქართველი ფეხბურთელის გუნდი საპასუხო მატჩს 12 მაისს გამართავს

საბა ლობჟანიძის რანდერსი ევროპალიგაზე მოსახვედრად იბრძვის. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლა სონდერისკესთან მატჩით დაიწყო. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ლობჟანიძემ მატჩის 82-ე წუთზე საკუთარი გუნდი წაგებას გადაარჩინა. ლობჟანიძემ დანიის მიმდინარე ჩემპიონატში მე-7 გოლი გაიტანა.

საპასუხო მატჩი ამ გუნდებს შორის 12 მაისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი ოლბორგისა და ორჰუსის წყვილში მოგებულს შეხვდება და ორმატჩიანი რაუნდის შემდეგ, ფინალში საჩემპიონო ექვსეულის გუნდს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები