Thumbnail

მარიანო დიასის დუბლი ბერნაბეუზე - რეალმა ვილიარეალს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მადრიდის რეალი 3:2 ვილიარეალი
  • ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა გრძელდება

მადრიდის რეალმა ლა ლიგის 36-ე ტურში ვილიარეალს უმასპინძლა და 3:2 მოიგო. რეალის ფეხბურთელები მინდორზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც იკერ კასილიასის გამამხნევებელი სიტყვები ეწერა.

ზინედინ ზიდანის გუნდმა პირველი გოლი მე-2 წუთზე გაიტანა. მასპინძლები მარიანო დიასმა დააწინაურა. ვილიარეალმა მალევე გაათანაბრა - ჟერარდ მორენომ მე-11 წუთზე წონასწორობა ძლიერი დარტყმით აღადგინა.

სამეფო გუნდმა პირველი ტაიმი მაინც მოიგო, 22 წლის ხესუს ვალეხომ მადრიდის რეალის მაისურით პირველი გოლი გაიტანა და მასპინძლებს პირველი ტაიმი 2:1 მოაგებინა.

მეორე ტაიმის 49-ე წუთზე მარიანო დიასმა რეალის მაისურით პირველი დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა. ვილიარეალმა ტაიმის დამატებულ დროში ერთი ბურთი გაქვითა. ხაუმე კოსტამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2. რეალმა ამ მოგებით 68 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე მყოფ ატლეტიკოს 6 ქულით ჩამორჩება. ვილიარეალი 40 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

რეალი 3:2 ვილიარეალი - მადრიდული კლუბის გამარჯვება ბერნაბეუზე

რეალი 3:2 ვილიარეალი - მადრიდული კლუბის გამარჯვება ბერნაბეუზე

Posted by Silk Sport on კვირა, 05 მაისი, 2019

კვირა სათამაშო დღეს კიდევ ერთმა მადრიდულმა გუნდმა მოიგო. ხეტაფემ ჟირონას 2:0 სძლია და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს. ხოსე ბორდალასის გუნდს 58 ქულა აქვს და სევილიას 3 ქულით უსწრებს.

ხეტაფე 2:0 ჟირონა - მადრიდელებმა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადაგდეს

ხეტაფე 2:0 ჟირონა - მადრიდელებმა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადაგდეს

Posted by Silk Sport on კვირა, 05 მაისი, 2019

ჟირონას უშუალო კონკურენტმა, ვალიადოლიდმა საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა და ვალდო რუბიოს ულამაზესი გოლის წყალობით 1:0 იმარჯვა. ვალიადოლიდს 38 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.

ვალდო რუბიოს ბრწყინვალე გოლი ბილბაოს კარში

ვალდო რუბიოს ბრწყინვალე გოლი ბილბაოს კარში

Posted by Silk Sport on კვირა, 05 მაისი, 2019

ეიბარმაც საკუთარ მოედანზე მოიგო. მასპინძლებმა 'იპურუაზე' კიკე სეტიენის ბეტისი 1:0 დაამარცხეს და მეტოქეს სატურნირო ცხრილში გადაასწრეს.

ეიბარი 1:0 ბეტისი - კოტეს ეფექტური გოლი

ეიბარი 1:0 ბეტისი - კოტეს ეფექტური გოლი

Posted by Silk Sport on კვირა, 05 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები