Thumbnail
  • აარონ რემსი იუვენტუსში მიდის
  • გარი კეჰილის მომავალი ჯერ გაურკვეველია...

მომავალი სეზონიდან უელსის ნაკრების ნახევარმცველი - აარონ რემსი იუვენტუსში ითამაშებს, სადაც კვირაში 140,000 ფუნტს გადაუხდიან, რაც კრიშტიანო რონალდოს შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასია.

რემსიმ ჩრდილო ლონდონური გუნდის მაისურით 2008-2019 წლებში 369 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 64 გოლი. აქედან პრემიერლიგაში - 262 მატჩი, 40 გოლი, 46 საგოლე გადაცემა. რემსიმ გუნდთან ერთად 3 ასოციაციის თასი მოიგო.

სტემფორდ ბრიჯიდან კი დღეს გუნდის ვეტერანი მცველი - გარი კეჰილი გააცილეს, რომელიც მაურიციო სარის მოპყობით უკმაყოფილოა. "მესმის, რომ ფეხბურთელს 3 თამაშს ატოვებინებ, ან 4-ს, მაგრამ მეცხრე შემთხვევის დროს უნდა მიხვიდე და აუხსნა რა ხდება..." - ამბობს კეჰილი.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჩელსისთან ერთად თითქმის ყველაფერი მოიგო - 2 პრემიერლიგა, 2 ასოციაციის თასი, 1 ლიგის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის ლიგა.

კომენტარები

ბოლო ამბები