Thumbnail

ჭიდაობა | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 9 მედალი რუმინეთის ტურნირზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
  • საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთში UWW-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და 9 მედალი მოიპოვა. 

ოთარ ბაგაური (70 კგ) ტურნირის გამარჯვებული გახდა. თეიმურაზ ბერუაშვილმა (74 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), თორნიკე ქათამაძემ (61 კგ), გოგა მამიაურმა (74 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (86 კგ), დავით ქოჩქიანმა (92 კგ) და ვასილი ხვისტანმა (125 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები