Thumbnail

იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა, ჩელსიმ ოთხეულში ადგილი გაიმყარა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჩელსი 3:0 უოტფორდი
  • ჰადერსფილდი 1:1 მანჩესტერ იუნაიტედი

პრემიერლიგის ბოლოს წინა ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ჰადერსფილდი ვერ დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულშერის გუნდი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

ევროპის ლიგის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა იუნაიტედს უკვე 'მიულოცა' ტურნირზე დაბრუნება, რომელიც მოურინიოს ხელში გუნდმა 2018 წელს მოიგო.

"ჩვენ თავს იმედი მივეცით, რომ ლიგაზე გასვლას შევძლებდით, მაგრამ მაინც არ გამოგვივიდა..." - განაცხადა ოლე გუნარ სულშერმა. "დღევანდელი მატჩის ბრალი არა რის ის რაც მოხდა, მთელი სეზონის ნაყოფია."

თავისი მატჩი მოიგო ლონდონის ჩელსიმ, რომელმაც ბრიჯზე უოტფორდი - 3:0 დაამარცხა და ოთხეულში ადგილი განიმტკიცა. ოთხეულისთვის ასევე იბრძვის უნაი ემერის არსენალიც, რომელიც დღეს ბრაიტონთან გამარჯვების შემთხვევაში ტოტენჰემთან ქულთა სხვაობას 1-მდე შეამცირებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩელსიმ პრემიერლიგაში შემადგენლობა 0 ინგლისელით უკვე მეოცედ გამოიყვანა, მხოლოდ არსენალს აქვს ამ მხრივ უკეთესი შედეგი - 2006-07 (33) და 2007-08 (27) წლების სეზონში.

⚽ იუნაიტედის წინააღმდეგ სულ სამჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელმა მეკარის პასით გაიტანა და აქედან ორჯერ ეს ჰადერსფილდის - იონას ლიოსლმა გააკეთა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედი ერთადერთი გუნდია, რომელმაც 2-ჯერ და მეტჯერ ითამაშა ჰადერსფილდში ჯონ სმიტის სტადიონზე და ვერცერთხელ ვერ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები