Thumbnail

12-წლიანი ეპოქა მთავრდება - ფრანკ რიბერი ბაიერნიდან მიდის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანკ რიბერისთვის ეს ბაიერნში ბოლო სეზონია
  • ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფრანგი მიუნხენიდან მიდის
  • რიბერიმ რეკორდმაისტერში 12 წელი ითამაშა
  • მისი და რობენის გამოსამშვიდობებელი მატჩი 2020 წელს გაიმართება

მაშ ასე: ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები თავიანთ ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელს უნდა დაემშვიდობონ. ბავარიულმა გრანდმა თავის ვებ-გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანგ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 36 წლის რიბერი სეზონის დასრულების შემდეგ რეკორდმაისტერს დატოვებს.

ფრანკ რიბერი მიუნხენის პუბლიკას ემშვიდობება

“ბაიერნიდან წასვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რას მივაღწიეთ ერთად - 20-ზე მეტი ტიტული მოვიგეთ! მიუნხენში გატარებული წლები არასდროს დამავიწყდება,” - ვკითხულობთ რიბერის განცხადებაში. ფრანგი ფეხბურთელი დასძენს, რომ ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას. შეგახსენებთ, რომ ბაიერნიდან არიენ რობენიც მიდის და კარიერის დასრულება არც მას სურს.

ბაიერნიდან არიენ რობენიც მიდის

“ფრანკი და არიენი ბაიერნისთვის უდიდესი ფეხბურთელები არიან. ჩვენ მათ უდიდეს მადლობას ვუხდით და ემოციურ, შესანიშნავ გამოსამშვიდობებელ მატჩს მოვუწყობთ, რომელიც 2020 წელს გაიმართება,” - ეს ბავარიული გრანდის ბოსის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

📺 ვიდეო: რიბერისა და რობენის საუკეთესო გოლები ბაიერნში

კომენტარები

ბოლო ამბები