Thumbnail

იმედის ფსონი | ლილი ლიონს 1,5-ზე მეტ გოლს გაუტანს! დენვერმა უნდა მოიგოს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 5 მაისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ შაბათს პროგნოზისტებმა საკმაოდ ბევრი ფსონი გამოიცნეს. მაყურებლისა და გადაცემის სტუმრის ბილეთში მხოლოდ 2-2 პოზიცია “გაწითლდა”, ლევან სალუქვაძეს კი ბილეთი სულაც ერთმა თამაშმა გაუფუჭა.

დღეს, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,1 გახლავთ. სამივე პოზიცია საკმაოდ მაღალკოეფიციენტიანია - განსაკუთრებით კი ლილის 1,5 გოლზე მეტი ლიონთან (2,75).

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“დღეს ჩემი ბილეთისთვის სამი თამაში შევარჩიე. ვფიქრობ, რომ კრასნოდარმა სტუმრად როსტოვის დამარცხება უნდა შეძლოს და პროგნოზისტებიც მეთანხმებიან. რაც შეეხება გენტისა და ბრიუგეს დაპირისპირებას: გენტს ხელი აქვს ჩაქნეული, ხოლო ბრიუგემ კი, თუკი ჩემპიონობას ვერ შესწვდა, მეორე ადგილი მაინც უნდა გაინაღდოს, რათა ჩემპიონთა ლიგაში შევიდეს.

ასევე ჩემპიონთა ლიგის ამბები წყდება ლიონისა და ლილის მატჩშიც. ლილი ფაქტობრივად გასულია, მაგრამ ლიონთან რომ წააგოს, სანერვიულო გაუჩნდება. ამასთან, ლიონს სენტ ეტიენი მოსდევს. მოკლედ, გახსნილ, ტექნიკურ ფეხბურთს ველოდები და ვფიქრობ, რომ ლილმა ორი გოლი უნდა გაიტანოს."

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს პროგნოზისტი ტარიელ ბერეკაშვილი იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - კოეფიციენტით 9,3. ყველაზე საინტერესო პროგნოზი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისა და დენვერ ნაგეთსის ორიანია (2,25 ევროპაბეთზე).

მაყურებლის ბილეთი 6 მატჩისგან შედგება და ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 16,0 გახლავთ!

 

კომენტარები

ბოლო ამბები